ბენდიტო:" "ბარსელონა" ხუმრობს"

22-08-2017, 13:20

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, აგუსტი ბენედიტო კლუბში შექმნილ ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრობს და როგორც ყველა მოქმედ ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.

"მთელი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ტრანსფერები გვესმის, მაგრამ არაფერი მომხდარა. "ბარსელონა" შარშანდელზე უკეთესი გუნდი ვერ იქნება.

"ბარსელონამ" განაცხადა, რომ მესის კონტრაქტზე ყველაფერი შეთანხმებულია. თუმცა, მას ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.

მესის შემთხვევა, შესაძლოა, ნეიმარისაზე უარესი გამოდგეს, რადგან 2018 წლის 1 იანვრიდან მას უფასოდ წასვლის უფლება ექნება.

მესის სურს, კონკურენტუნარიან გუნდში ითამაშოს. დღეს, "ბარსა" ამისგან შორსაა. სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია.

ბართომეუმ თქვა, რომ მესიმ კონტრაქტი ივნისში გააფორმა. მან მოიტყუა. მას არ შეუძლია ლეოს ის მისცეს, რაც არგენტინელს უნდა, ძლიერი გუნდი.

"ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე დამარცხდა. კლუბმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს. სრული ქაოსია.როგორც ჩანს, სერი მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში 11 ნახევარმცველი იქნება. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ნახევარდაცვაში საქმე ცუდად გვაქვს.

ნეიმარი დავკარგეთ და პაულინიო დავიმატეთ. "ბარსელონა" ხუმრობს.

თუ მესი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ეს უფსკრული იქნება", - განაცხადა ბენედიტომ.



ავტორი ლუკა ალავიძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით