"ბარსელონა" კეიტას აკვირდება

22-08-2017, 17:20

"Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" სამიზნეში კიდევ ერთი ფეხბურთელია. საუბარია ნაბი კეიტაზე, რომლის შეძენასაც დიდი ხანია რაც "ლივერპული" ცდილობს.

"ბლაუგრანას" სკაუტები "ლაიპციგისა" და "შალკეს" შორის დაპირისპირებას დაესწრნენ, სადაც მთავარი დაკვირვების საგანი სწორედ კეიტა გახლდათ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნაბიმ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იგივე ესპანური გამოცემის მტკიცებით, კატალონიელთა ყურადღება "შალკეს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეონ გორეცკამ მიიპყრო.



  • goga11
  • 22 აგვისტო 2017 17:22
კარგი ბიჭია და თან ბარსას ფანი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით