ოფიციალურად: "ბარსამ" ნეიმართან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვიტა

23-08-2017, 09:39

კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ "ბლაუგრანა" "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარ ჯუნიორს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში უჩივლებს.

ესპანური კლუბის მესვეურების თქმით, ნეიმარმა "ბარსასთან" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, რის გამოც მან კლუბს 8.5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ვებ-გვერდი ასევე იტყობინება, რომ ნეიმარმა ფრანგულ გრანდში გადასვლის წინ პირდაპირი მოლაპარაკებები არ აწარმოა "ბარსას" წარმომადგენლებთან და მან ეს გადაწყვეტილება ყველასგან შეუთანხმებლად მიიღო, რაც მათი აზრით არასამართლიანია.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 09:39
ამათ ისევ ახლიდან დაიწყეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით