"დორტმუნდმა" დემბელეს ტრანსფერი მეორედ დაბლოკა

23-08-2017, 09:45

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sky Sports Germany იტყობინება, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" კატალონიის "ბარსელონას" შეთავაზება დემბელეს ტრანსფერის თაობაზე დაბლოკა.

წყაროზე დაყრდნობით, გერმანული კლუბის მესვეურებმა "ბლაუგრანას" 130 მილიონიან შეთავაზებაზე თქვეს უარი და ფრანგი ფეხბურთელის ამ ფასად გუნდიდან გაშვება გამორიცხეს.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიას" დირექტორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ისინი დემბელეს მხოლოდ იმ შემთხევაში გაყიდიდნენ, თუ "ბარსა" მათ მიერ დასახელებულ თანხას გადაიხდიდა.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 09:45
კატასტროფაა ბარსასთვის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით