ფერნანდესი: “მესისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად სწორ დროს ველოდებით”

23-08-2017, 09:51

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა ესპანურ პრესასთან ლეო მესის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი არგენტინელთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

"მესისთან 100%-ით შეთანხმებული ვართ. კონტრაქტი იმიტომ არ გავახანგრძლივეთ, რომ სწორ დროს ველოდებით, სხვა არაფერი. ჩვენ კარგად გვესმის ლეო რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის". თქვა ფერნანდესმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მესი "ბარსასთან" 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს მიიღებს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 09:51
ძლივს რაღაცა პოზიტიური წავიკითხე ბარსაზე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით