ლაიფციგის მწვრთნელს "ბარსასთან" დაპირისპირება სურს

23-08-2017, 14:58

გერმანული ბუნდესლიგის კლუბ "ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელის რალფ ჰაზენჰიუტლის განცხადებით, მას უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონასთან" სურს დაპირისპირება.

"გასულ სეზონში "ლაიფციგმა" ბუნდესლიგაში წარმატებულად იასპარეზა და ყველასთვის მოულოდნელად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის საგზურიც მოიპობა".

"ჩემპიონთა ლიგაზე მსურს, რომ ჩემი გუნდი კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდეს. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი მათ წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა მწვრთნელის რანგში კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა მათ წინააღმდეგ ბრძოლა". თქვა რალფ ჰაზენჰიუტლმა 

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 14:58
არაა გამორიცხული, რომ მოუგო :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით