"პსჟ-ს" და "ბარსას" პრეზიდენტებს შორის დი მარიას შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა

23-08-2017, 15:13

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" და "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტებს ნასერ ალ-ხალიფსა და ბართომეუს შორის დი მარიას ტრანსფერის თაობაზე სატელეფონო საუბარი შედგა.

წყაროზე დაყრდნობით, პარიზული კლუბის მფლობელმა თავის ესპანელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას პირადად აცნობა, რომ იგი ანხელ დი მარიას გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროინდელი ინფორმაციით დი მარია "ბარსაში" გადასვლას და 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს ნასერი არგენტინელი ფეხბურთელის პარიზში დატოვებას გეგმავს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 15:13
ეჰ ბარსას საშველი არ იქნება :დდდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით