"ბარსა კოუტინიოს სანაცვლოდ "ლივერპულს" მე-4 შეთავაზება გაუკეთა

23-08-2017, 15:29

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა  Sky Sports-ი იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მე-4 და უკანასკნელი შეთავაზება გაუკეთა.

წყაროზე დაყრდნობით "ბლაუგრანას" მესვეურები ინგლისურ კლუბს 138 მილიონ ევროს სთავაზობენ, რომლიდანაც 130 მილიონი "ლივერპულს" ტრანსფერის შემდეგ ჩაერიცხება, ხოლო 8 მილიონი კი 4 სეზონის მანძილზე ეტაპობრივად.

შეგახსენებთ, რომ "მერსესაიდელებმა" ესპანელების წინა 3 შეთავაზება კოუტინიოს შესახებ დაბლოკეს, ეს ბოლო მცდელობაა, რომელიც ფილიპეს მომავალს საბოლოოდ გადაწყვეტს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 15:30
ამ ბოლოსაც გაუძლონ და ეგგა ;დდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით