მესის მამა "სიტის" წარმომადგენლებს შეხვდა

24-08-2017, 13:18

როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, კატალონიის "ბარსელონას" სუპერ ვარსკვლავის ლიონელ მესის მამა ხორხე მესი მანჩესტერს ეწვია, სადაც "სიტის" მესვეურებს შეხვდა და მესის ნისლიან ალბიონზე ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

წყაროზე დაყრდნობით მხარეები სენსაციურ ტრანსფერს გეგმავენ. მანჩესტერული კლუბის მფლობელები მზად არიან არგენტინელი ფეხბურთელისთვის 300 მილიონი გამოჰყონ, თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun-ის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ ლიონელს "ბარსასთან" კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს შესაძლოა ტრანსფერი შემდეგი ზაფხულისთვის გადაიდოს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მესი თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდეს გვარდიოლას გუნდს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 24 აგვისტო 2017 13:19
სიტიმ თუ ეს ქნა რავი ყოჩაღ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით