მესიმ "ბარსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

24-08-2017, 13:29

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა AS-თან ინტერვიუში "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს მეტად სასიხარულო ინფორმაცია ამცნო.

როგორც ესპანური კლუბის პრეზიდენტი იტყობინება, "ბარსას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კლუბთან ახალ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად ხელფასის სახით 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბართომეუს ცნობით, მესის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 300 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს ის სპეციალურად არ გახმაურდა, რადგან კლუბს სურდა მესის მიმართ უბრალოდ პატივისცემა გამოეხატა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული, რომელიც ბრიტანული პრესის თანახმად მზადაა მესის გამოსასყიდი 300 მილიონი ევრო გადაუხადოს კატალონიურ კლუბს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 24 აგვისტო 2017 13:30
ძლივვს პოზიტიური სიახლე ბარსასთვის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით