"ბარსელონა" კოუტინიოს ალტერნატივად ვილიანს განიხილავს

24-08-2017, 15:31

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი და "ლივერპული" ფილიპ კოუტინიოს გაშვებას ჯერ კიდევ არ აპირებს. "ბარსელონასთვის" ბრაზილიელი ფლეიმეიქერი აუხდენელ ოცნებად იქცა.

"France Football"-ის მტკიცებით, კატალონიელებმა დასავლეთ ლონდონისკენ გაიხედეს, სადაც "ჩელსის" შემადგენობაში 25 წლის ვარსკვლავის ალტერნატივა იპოვეს. საუბარია ვილიანზე, რომელიც ნისლიან ალბიონზე საკმაოდ პროდუქტიული ფეხბურთელია.

ანტონიო კონტე 29 წლის ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს და არათუ მის გაშვებას, არამედ მის პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ასე რომ "ბლაუგრანას" სირთულეები სატრანსფერო ფანჯარაზე გრძელდება.



  • goga11
  • 24 აგვისტო 2017 15:32
ვაი ბარსა რა დღეშია

  • albora
  • 24 აგვისტო 2017 22:14
dauxatavt vilians barsa magar sharshia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით