დი მარია "ბარსაში" გადასვლაზე თანახმაა

24-08-2017, 16:57

"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი ვარსკვლავის ანხელ დი მარიას "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ამბები გავრცელდა.

თუ გუშინ ფრანგული მედია იტყობინებოდა, რომ "პსჟ-მ" კატალონიურ კლუბს 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე უარი განუცხადა, დღეს ესპანური პრესის ცნობით მხარეები შეთანხმდნენ და არგენტინელი მალე ახალ კლუბში გადავა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დი მარიამ "ბარსაში" გადასვლის შესახებ თანხმობა განაცხადა, ხოლო ესპანური გუნდი ფრანგებს მის სანაცვლოდ 45 მილონ ევროს სთავაზობს, რაზეც პარიზელებიც თანახმანი არიან.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 24 აგვისტო 2017 16:57
არ უნდა იკდარო ანხელ ეგ მადრიდისტა იყავი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით