მესი: "დაჯილდოვების შემდეგ რონალდოს წარმატება მივულოცე"

24-08-2017, 21:55

კრიშტიანო რონალდოს უეფას მიერ 2016/2017 წლის სეზონის საუეკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მადრიდის "რეალის" წარმატებაში გასულ სეზონში მთავარი როლი ითამაშა.

რონალდოს გარდა საუკეთესოს ტიტულის მისაღებად ჯანლუიჯი ბუფონი და ლიონელ მესი იბრძოდნენ. ამ უკანასკნელმა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"რონალდოს წარმატება პირადად მივულოცე, ის დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც ეს აღიარება ნამდვილად დაიმსახურა. გასული წელი "ბარსელონასთვის" იდეალური არ იყო, თუმცა ყველაფრის გამოსწორებას წელს შევეცდებით". - განაცხადა მესიმ.

რონალდოსა და მესის გარდა საუკეთესოს წოდებისთვის ჯანლუიჯი ბუფონიც იბრძოდა.



  • lovebarca
  • 24 აგვისტო 2017 22:17
wels liga unda dadot

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით