პაულინიო: "ხალხს აზრს შევაცვლევინებ"

25-08-2017, 01:51

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, პაულინიო აცხადებს, რომ სულ ცოტა ხანში ხალხს აზრს შეაცვლევინებს და დაამტკიცებს, რომ კამპ ნოუზე ასპარეზობით ყველას თავს დაამახსოვრებს.

"მე კარგად თამაში შემიძლია. ყველას დავუმტკიცებ, რომ ეს ასეა და ხალხს ჩემზე შეხედულებას შევაცვლევინებ. ჰეითერებისთვის ყველაზე კარგი პასუხი ჩემი მოედანზე გამოსვლა იქნება, რადგან თანაგუნდელებთან ერთად ბევრი ტიტულის მოპოვებას ვაპირებ."

"საერთოდ არ ვფიქრობ კრიტიკაზე. ამჟამად მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ "ბარსელონას" გამარჯვებებში დავეხმარო. გუნდთან ადაპტაცია შესანიშნავად მიმდინარეობს და მზად ვარ მწვრთნელის დავალებები შევასრულო." - განაცხადა პაულინიომ.



  • goga11
  • 25 აგვისტო 2017 01:52
არადა მართლა კარგი ფეხბურთელია

  • rename
  • 25 აგვისტო 2017 08:40
.საიტი barcamania.ge -თავის წევრებს და მკითხველებს უმალავს, ვინ გახდა ევროპის საუკეტესო ფეხბურთელი, მეკარე, მცველი და თავდასხმელი.

es martlac motivirebuli fexburteli vnaxot aba rigor dagvimtkicebs misi tamashit karg fexburtelobas

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით