გიორგი ჩაკვეტაძე "ბაიერნს" დაუკავშირეს

26-08-2017, 00:42

ავტორიტეტული ბელგიური გამოცემა Het Laatste News-ი იტყობინება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი მიუნხენის "ბაიერნი" "დინამოს" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის შეძენითაა დაინტერესებული.

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის მიმართ ასევე ინტერესს იჩენს კიდევ 2 ბუნდესლიგის კლუბი ლევერკუზენის "ბაიერისა" და "ჰოფენჰაიმის" სახით.

მიუხედავად ამისა, ბელგიური გაზეთის მიხედვით ჭაკვეტაძეს უკვე შეთანხმებული აქვს კონტრაქტი ბელგიურ "გენტთან" და უახლოეს დღეებში ის სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

ავტორი გიორგი კაპანაძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით