• 08-06-2023
    ჩავი ამრაბატთან კონტაქტს ინარჩუნებს
    ჩავი ამრაბატთან კონტაქტს ინარჩუნებს
    Author of the article
    Aa

    იტალიური "ფიორენტინას" მაროკოელი ნახევარმცველი, სოფიან ამრაბატი "ბარსელონას" კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.

    ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიდის ინფორმაციით, ამრაბატი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ისევ ვარიანტად რჩება. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ კატალონიური გრანდი მის შეძენას მოახერხებს.

    როგორც ირკვევა, სოფიანთან კავშირს ინარჩუნებს "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესიც.

    ამრაბატს რომ ლა ლიგაში უნდა თამაში, ეს დაადასტურა მისმა ძმამ, ნადიმ ამრაბატმაც.

    "სოფიანი "ვესტ ჰემში"? არა, მას ტოპ გუნდში უნდა წასვლა და ესპანეთში თამაში სურს.

    "ბარსელონას" სამიზნეთა სიაში სოფიანი მაღლაა, თუმცა კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოგეხსენებათ.

    მისით სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი," - თქვა ამრაბატმა.

    შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველმა გუშინ კონფერენს ლიგის ფინალი წააგო. მისი "ფიორენტინა" ინგლისურ "ვესტ ჰემთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

    Facebook კომენტარები