"ბარსელონას" კოუტინიო და დი მარია კვლავ სურს

26-08-2017, 22:40

ესპანური "Marca"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" ფილიპე კოუტინიოსა და ანხელ დი მარიას შეძენა ჯერ კიდევ არ აქვს გადაფიქრებული.

"ბლაუგრანამ" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკვე გადაიბირა უსმან დემბელე, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ და გულშემატკივრებს მორიგ სიურპრიზს უმზადებენ.

"ლივერპული" და იურგენ კლოპი ყველაფერს აკეთებენ, რათა ბრაზილიელი ვარსკვლავი შეინარჩუნონ, თუმცა ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა. რაც შეეხება დი მარიას, მისი ტრანსფერი უფრო რეალურია, რადგან პარიზელები არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას არ ითხოვენ.



  • goga11
  • 26 აგვისტო 2017 22:41
ლივერპული კოუს არ გაუშვებს. დი მარია კი ბარსასთვის იდეალური ვარიანტია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით