"ლივერპული" და "მონაკო" ლემარის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ

28-08-2017, 18:15

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ "ლივერპულმა" და ფრანგულმა "მონაკომ" ახალგაზრდა ფეხბურთელის ტომას ლემარის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროზე დაყრდნობით, ფრანგი შემტევი ნახევარმცველი მერსესაიდულ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება, ხოლო მის სანაცვლოდ ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი 70 მილიონ ევრომდე მიიღებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ "ლივერპულმა" ასევე მიაღწია შეთანხმებას "ლაიფციგთან" ნაბი კეიტას შეძენის შესახებ და განელი ფეხბურთელი 2018 წლის 1 ივლისს ოფიციალურად წარსდგება ენფილდზე.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 28 აგვისტო 2017 18:21
ra 2 transferi gachita klopma :o

  • lovebarca
  • 28 აგვისტო 2017 21:42
XODA GAMOUSHVIT RA KOUTINIO

  • albora
  • 28 აგვისტო 2017 22:18
daaelodet ar gamogivat

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით