რეინამ "პსჟ" უარით გაისტუმრა

29-08-2017, 19:43

იტალიური "ნაპოლის" ნომერ პირველ მეკარეს, პეპე რეინას კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი სეზონი აქვს დარჩენილი, თუმცა ფეხბურთელის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის შვილს იმედი აქვს რომ იტალიაში კიდევ რამდენიმე სეზონი დარჩება.

"პეპე ნეაპოლში ბედნიერია. მას კლუბის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და გულშემატკივრები პატივს სცემენ. შემიძლია დავაანონსო, რომ ჩემი შვილი "ნაპოლიში" დარჩება. როგორც რეინას მამა გარანტიას ვიძლევი, რომ პეპე ნეაპოლელ გულშემატკივრებს იმედებს არ გაუცრუებს." - განაცხადა რეინას მამამ.

34 წლის მეკარის დამატების სურვილი "სიტიმ" და "პსჟ"-მ გამოთქვეს. ამ უკანასკნელმა რეინას ორ წლიანი კონტრაქტიც კი შესთავაზა, თუმცა როგორც ჩანს ესპანელმა კიპერმა პარიზელების შეთავაზება უარით გაისტუმრა.



  • goga11
  • 29 აგვისტო 2017 19:45
swori gadawyvetileba miigo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით