"მონაკომ" ბელოტის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა

30-08-2017, 00:18

"La Stampa"-ს დღევანდელი გამოცემა იუწყება, რომ "მონაკომ" "ტორინოს" ანდრეა ბელოტის თაობაზე ოფიციალური, 80 მილიონ ევროიანი შეთავაზება გაუკეთა.

"ხარების" ფორვარდის მიმართ ინტერესს "არსენალი", "ჩელსი" და "მილანი" იჩენენ, თუმცა ტურინული კლუბის მესვეურებს მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი და სატრანსფერო ფანჯრის დახურვას სულმოუთქმელად ელოდებიან.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე "პსჟ"-ს შეუერთდება, რის შემდეგაც "მონეგასკების" მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესდება. ამიტომ საფრანგეთის ჩემპიონი მზადაა ბელოტის სანაცვლოდ ზემოთ აღნინული თანხა გაიღოს.



  • goga11
  • 30 აგვისტო 2017 00:19
მილანში წამოვა ეს მომავალ წელს, მანამდე დარჩება ტორინოში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით