"ნაპოლიმ" შესაძლოა დენის სუარესი გამოისყიდოს

30-08-2017, 07:06

გამოცემა "Football Espana"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თუ დავეყრდნობით, კატალონიის "ბარსელონას" 23 წლის ნახევარმცველი დენის სუარესი იტალიური "ნაპოლის" სამიზნეში მოექცა.

ზემოთხსენებული წყაროს ცნობით, ნეაპოლურ კლუბში გადასვლის სურვილს ესპანელი ფეხბურთელიც გამოთქვამს, რომელმაც "ბარსას" წასვლის უფლება სთხოვა.

"ბარსელონას" მესვეურებს არ სურთ, რომ 23 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დენისის გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 40 მილიონი ევროა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან იაფია.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 30 აგვისტო 2017 07:07
ოოო დენისი სერიოზულია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით