• 22-07-2023
    "მანჩესტერი" საქმეში მარტო აღარ არის - ჰოლუნდს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
    "მანჩესტერი" საქმეში მარტო აღარ არის - ჰოლუნდს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

    "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი ცენტრალური ფორვარდის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, ერთ-ერთი კანდიდატი კი რასმუს ჰოილუნდია.

    ერიკ ტენ ჰაგს ახალგაზრდა ცენტრალური ფორვარდი ძალიან მოსწონს, რის გამოც გუნდმა "ატალანტასთან" მოლაპარაკებები დაიწყო.

    RMC Sport-ის ცნობით, ჰოილუნდის დამატება "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს. ფრანგები მზად არიან მოთხოვნილი 60 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

    "იუნაიტედის" პირველი შეთავაზება 52 მილიონი და ბონუსები იყო, "პსჟ" კი 60 მილიონს ჩამოდის.

    როგორც ცნობილია, ჰოილუნდი "მანჩესტერის" ფანია, რამაც, შესაძლოა, ტრანსფერზე გადამწყვეტი გავლენა იქონიოს.

    ნებისმიერ შემთხვევაში, "წითელ ეშმაკებს" საქმე ძალიან გაურთულდათ.

    Facebook კომენტარები