ოფიციალურად: ჰიოვედესი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

31-08-2017, 07:35

ბენედიკტ ჰიოვედესმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ადგილობრივ "იუვენტუსთან" 2021 წლამდე კონტრაქტს ხელი მოაწერა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 4 წლის განმავლობაში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო რაც შეეხება მის ყოფილ კლუბს "შალკეს", გელზერკინხენელები 3 მილიონ ევროს მიიღებენ, სეზონის დასრულების შემდეგ კი მათი ხაზინა კიდევ 8,5 მილიონი ევროთი გამდიდრდება.

29 წლის ფეხბურთელს დაცვის ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი შეძენა "ლივერპულსა" და მოსკოვის "სპარტაკსაც" სურდათ, თუმცა თავად ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება "ალიანს სტედიუმზე" ამჯობინა.



  • goga11
  • 31 აგვისტო 2017 07:37
ჩალის ფასში დაითრიეს ასეთი იგროკი, ყოჩაღ იუვეს!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით