ოფიციალურად: ჩემბერლენი "ლივერპულის" ფეხბურთელია

31-08-2017, 16:05

მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი შემტევი, ალექს ჩემბერლენი კლუბს დატოვებდა და "ლივერპულში" გადაბარგდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მერსისაიდული გრანდის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

24 წლის ბრიტანელი იურგენ კლოპის რიგით მეხუთე შენაძენი გახლავთ მიმდინარე ზაფხულს. როგორც ცნობილია, ლივერპულელებმა ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და სატრანსფერო ბრძოლაში ლონდონის "ჩელსის" აჯობეს. ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და სულ მალე შეუერთდება გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ჩემბერლენი ლონდონის "არსენალის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ამ დროის მანძილზე "მეთოფეთა" მაისურით სულ 198 მატჩის ჩატარება მოასწრო.

  • tsandro
  • 31 აგვისტო 2017 16:06
ამდენი შემტევი რათ უნდათ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით