სანჩესის რეაქცია თავის არშემდგარ ტრანსფერზე

1-09-2017, 17:27

ბოლო დროს ხშირი იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონის "არსენალის" ლიდერი ალექსის სანჩესი გასული ზაფხულის ბოლოს გუნდს დატოვებდა და მანჩესტერ "სიტის" შეუერთდებოდა. თუმცა აგერ უკვე დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა და ფეხბურთელი კვლავ "მეთოფეთა" რიგებში აგრძელებს ასპარეზობას.

სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე მართლაც დიდი იყო შანსი იმისა, რომ 28 წლის ვინგერი "ქალაქელებს" შეერთებოდა, თუმცა ტრანსფერი ბოლო საათებში ჩაიშალა. გამოცემა El Mercurio-ს ცნობით კი ტრანსფერის ჩაშლამ ძალიან იმოქმედა ჩილელ ფეხბურთელზე.

"მისი სახე ყველაფერზე მეტყველებდა. ჩილე-პარაგვაის შეხვედრის დროს სანჩესი სრულიად გაბრაზებული იყო."

"როგორც ჩანს, არშემდგარმა ტრანსფერმა დიდად იმოქმედა მასზე. ალექსისი უბრალოდ მიწას დაჰყურებდა და ხმას ვერ იღებდა ახალი ამბის გაგების შემდეგ." - წერენ ჩილეური გამოცემები.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით