მილანური გრანდები ვიდალის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ

3-09-2017, 20:53

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანსა" და "ინტერს" შორის პაექრობა მხოლოდ მწვანე მინდორზე არ იქნება და მომავალ ზაფხულს ორი მოსისხლე მტერი მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენას ეცდებიან.

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და ლომბარდიელებს იმედი აქვთ, რომ გერმანელები ვიდალს 30 მილიონ ევროდ შეელევიან.

შეგახსენებთ, რომ გავლენიანი ევროპული გაზეთები არტუროს გერმანიიდან აბარგებას გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ჩილეს ეროვნული ნაკრების ლიდერი მიუნხენში დარჩა.



  • goga11
  • 3 სექტემბერი 2017 20:55
ვნახოთ აბა როგორ ფორმაში იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით