ქვილითაია:"ავსტრიაზე უკეთ ვართ მომზადებული და 4 ქულაზე მეტი უნდა გვქონდეს"

5-09-2017, 11:08

დღეს საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის რიგით მერვე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი სტუმრად ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე გამართულ პრესკომფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა პრესასთან ავსტრიასთან თამაშზე და გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

""რაპიდში" თამაშით მოხარული ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ კლუბში ყოფნა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა ყველასთვის განსაკუთრებული გრძნობა და მოტივაციაა. ვთვლი, რომ ხვალინდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ არის მზად და გამარჯვებას მოვახერხებთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ზოგიერთ თამაშში არ გაგვიმართლა და ვფიქრობ, რომ 4 ქულაზე მეტს ვიმსახურებთ", -განაცხადა ქვილითაიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა ავსტრიასა და საქართელოს ნაკრებს შორის დღეს, 5 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.


ავტორი ლუკა ალავიძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით