საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია გრძელდება

6-09-2017, 01:02

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც ავსტრიის ეროვნულმა ნაკრება საქართველოს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საინტერესოა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უკვე ზედიზედ 5 შეხვედრაა არ დამარცხებულა. ასეთი შედეგი კი ქართველებს 2011 წლის შემდეგ არ გვქონია. მაშინ, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წლის 3 მარტიდან, 2011 წლის 26 მარტამდე ათმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. საიდანაც ხუთი მოვიგეთ, ხუთიც ფრედ დავასრულეთ. მაშინ ეს საოცარი სერია 29 მარტს, თელ ავივში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებთან შეწყდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი შეხვედრიდან ცხრაში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ჯამში 17 ბურთი გაიტანა. ერთადერთი მატჩი, რომელშიც წელს გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, იორდანიასთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა გახლავთ, რომელშიც ანგარიშით 1:0 დავმარცხდით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით