საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდება

6-09-2017, 01:57

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, რაც რასაკვირველია ფიფას რეიტინგზეც აისახება.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა, თუმცა რამდენიმე უცხოური ვებგვერდი არაოფიციალურად კალკულაციას ატარებს. ირლანდიასთან ფრით სავარაუდოდ ჩვენი ნაკრების რეიტინგი 7 ადილით ამაღლდება.

რაც შეეხება ავსტრიასთან შეხვედრას, სატურნირო ცხრილში "სამყურები" უფრო უკან არიან, ამიტომ დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში სულ ცოტა 15 ადილით წინ აიწევს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 112-ე ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით