"სიტი" სანჩესის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის

6-09-2017, 14:39

მოგეხსენებათ, მანჩესტერ "სიტი" სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის "არსენალის" გარემარბის, ალექსის სანჩესის შეძენით. დღეს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, "ქალაქელები" ჩილელი ფეხბურთელის შეძენას. წყაროს ცნობით, მანჩესტერელები სანჩესის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 20 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ. დამეთანხმებით, უმაღლესი დონის მოთამაშის სანაცვლოდ ასეთი თანხის გადახდა ცოტა არიყოს სასაცილოც კია, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, სანჩესს "მეთოფეებთან" კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება და შესაბამისად, თუ ლონდონელებს ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არ სურთ, მაშინ "სიტის" შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" გასულ ზაფხულს სანჩესის სანაცვლოდ 60 მილიონსაც კი იხდიდნენ, თუმცა "არსენალმა" ფეხბურთელი არ გაუშვა.

  • tsandro
  • 6 სექტემბერი 2017 15:28
დებილები არიან არსენალში. გაეყიდათ თავის დროზე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით