• 23-07-2023
    წულუკიძე რუსეთს ტოვებს! - ლუკა საქართველოში ბრუნდება
    წულუკიძე რუსეთს ტოვებს! - ლუკა საქართველოში ბრუნდება

    19 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა წულუკიძე ეკტერინბურგის “ურალს” ტოვებს. ახალგაზრდა მოთამაშემ რუსული კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაყოვა.

    Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა კარიერას სამშობლოში, კერძოდ კი თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. 

    წულუკიძე თბილისის “საბურთალოს” აღზრდილი გახლავთ და რუსეთში წასვლამდე სწორედ ამ გუნდში ასპარეზობდა.

    ცნობისთვის, ახალგაზრდა მოთამაშეს პროფესიონალურ კარიერაში საკლუბო დონეზე 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 1 გოლის გატანაც მოახერხა.

    Facebook კომენტარები