უეფამ ერთა ლიგის ფორმატი დაამტკიცა

8-09-2017, 00:53

უეფამ ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად დაამტკიცა. ეს ტურინი 2018 წლიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას ევროპის 55 ნაკრები მიიღებს. ტურნირის ძირითადი მიზანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლებაა, თუმცა შედარებით სუსტ ნაკრებებს ფორმატი აძლევს საშუალებას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზური მიიღონ.

ერთა ლიგაზე მოთამაშე ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ჩვეულებრივად მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ერთა ლიგაში გუნდები რეიტინგის მიხედვით 4 ქველიგაში განაწილდებიან. 

საქართველოს ნაკრები რანგით ყველაზე დაბალ, D ლიგაში მოხვდა, სადაც მასთან ერთად ლიტვა, ბელარუსი,სომხეთი, მაკედონია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო და გიბრალტარი არიან. 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს 20 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპით მიიღებს, როგორც ახლა ხდება, ხოლო ერთა ლიგის A, B, C და D ქველიგის გამარჯვებულები დამატებით 4 საგზურს მიიღებენ.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ორმაგი შანსი ეძლევა. თუ ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლად ითამაშებს, თუმცა საკუთარი დონის გუნდებთან ჭიდილში ყველას აჯობებს და D ქველიგის გამარჯვებული გახდება, კონტინენტის პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.



  • beka10
  • 8 სექტემბერი 2017 00:53
vaa dzaan magaria

Kargi inpormaciaa

  • herrgio
  • 8 სექტემბერი 2017 09:59
gveshvela :D :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით