• 23-07-2023
    მესიჯი "რეალს" - რა მინიშნება მისცა "პსჟ"-მა მადრიდულ გუნდს
    მესიჯი "რეალს" - რა მინიშნება მისცა "პსჟ"-მა მადრიდულ გუნდს

    რა გასაკვირია, რომ ზაფხულის მთავარი ამბები კვლავ კილიან მბაპესა და მადრიდის "რეალს" უკავშირდება.

    ამას უკვე შევეჩვიეთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად საქმე საკმაოდ სერიოზულადაა.

    იაპონიის ტურნეს განაცხადს მიღმა დატოვების შემდეგ, აქტიურად იწერება, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" მბაპეს გაყიდვა გადაწყვიტა.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყოველი ეს ნაბიჯი პარიზული გუნდის მხრიდან არის მესიჯი მადრიდის "რეალისთვის", რომ თუ მათ ფეხბურთელი სურთ, დამატების შესაძლებლობა აქ და ახლაა და არა მომდევნო წელს უფასოდ.

    პარიზელები ყველაფერს იზამენ, რომ მბაპე "სამეფო გუნდში" უფასოდ არ გაუშვან.

    Facebook კომენტარები