• 23-07-2023
    "აქტობე" "ტორპედოსთან" მატჩამდე გაძლიერდა - ყაზახებმა რუსი ფეხბურთელი დაიმატეს
    "აქტობე" "ტორპედოსთან" მატჩამდე გაძლიერდა - ყაზახებმა რუსი ფეხბურთელი დაიმატეს

    როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" დაუპირისპირდება.

    ვრცელდება ინფორმაცი, რომ მატჩამდე ყაზახებმა 27 წლის რუსი ფორვარდი, რომან იზოტოვი დაიმატეს.

    ის ტულას "არსენალის" აღზრდილია და სწორედ ამ კლუბში მოღვაწეობდა. მას რამდენიმე სეზონი გატარებული აქვს სხვადასხვა რუსულ კლუბებში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის დაპირისპირება 27 ივლისსა და 3 აგვისტოს უკვე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები