"ბარსა" და "ჩელსი" ვუნდერკინდისთვის იბრძვიან

12-09-2017, 20:33

კატალონიის "ბარსელონა" და ლონდონის "ჩელსი" ახალგაზრდა ვუნდერკინდის, ატაკან აკაინაკის შესაძენად იბრძოლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Express ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდის სკაუტები გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების თამაშებს დაესწრნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშის სანახავად. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. "არისტოკრატების" მთავარი მეტოქე აღნიშნულ სატრანსფერო ბრძოლაში კატალონიის "ბარსელონა" იქნება. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ 18 წლის აკაინაკი მომავალში ინიესტას ღირსეულად ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ატაკანი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს.



  • tsandro
  • 12 სექტემბერი 2017 21:43
კარგი ბიჭი ჩანს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით