ლეო მესი: "პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა"

13-09-2017, 00:45

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. 

აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენა არგენტინელმა ლეო მესიმ ორჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მესიმ საკუთარ კარიერაში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის კარის აღება პირველად მოახერხა.

მატჩის შემდეგ მესიმ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

"რთული შეხვედრა იყო. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, თუმცა ბოლო წუთზე მოვახერხეთ შედეგიანი კონბინაციის გათამაშება. მეორე ნახევარში ყველაფერი გაცილებით კარგად წარიმართა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მათ დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს". - განაცხადა მესიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით