პირველად ისტორიაში, მესიმ ბუფონის კარი დალაშქრა

13-09-2017, 00:09

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის გახსნითი ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და დაამარცხა.

საინტერესოა, რომ თავის კარიერაში პირველად, ლიონელ მესიმ "ბებერი სინიორას" ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის კარი დალაშქრა. შეხვედრის 45-ე წუთზე სუარესთან ორსვლიანი კომბინაციის შემდეგ არგენტინელმა ლამაზი დარტყმით გაიტანა გოლი.

მესისთვის ეს რიგით 96-ე გოლი გახლავთ ჩემპიონთა ლიგაზე. არგენტინელი 10 გოლით ჩამორჩება კრისტიანო რონალდოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით