კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი

14-05-2016, 21:41

  მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, გატანილი გოლების მხრივ, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 51 გოლი გაიტანა. ის უკვე მე-6 წელია ზედიზებ იტანს 50-ზე მეტ გოლს, რაც სრული რეკორდია და ასეთი რამ ადრე არავის გაუკეთებია. ამ მხრივ მესის მაჩვენებელი შედარებით მცირეა. არგენტინელს მხოლოდ ზედიზედ 3 წელი ჰქონდა 50-ზე მეტი გოლი 2010-2013 წლებში. შეგახსენებთ იმასაც, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. ეს ფინალი მილანში 28 მაისს გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით