ბართომეუ დასახულ მიზნებს ბოლომდე მიიყვანს და კოუტინიოს და სერის შეიძენს

14-09-2017, 17:34

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დასახულ მიზნებს ბოლომდე მიიყვანს და კოუტინიოს და სერის ტრანსფერებს განახორციელებს.

წყაროზე დაყრდნობით, "ბლაუგრანას" მფლობელი სერის შეძენას "ნიცადან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს, რომელიც იანვარში გაიხსნება ოფიციალურად.

რაც შეეხება ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს, იგი შემდეგ ზაფხულს განხორციელდება და ამჯერად ბრაზილიელის შეძენასთან დაკავშირებით "ბარსას" პრობლემები აღარ შეექმნება.

ავტორი გიორგი კაპანაძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით