"ბარსელონა" ლა ლიგის გამარჯვებულია!

14-05-2016, 20:50

კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონატის 2015-2016 წლების სეზონის ჩემპიონია. დღეს, 14 მაისს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ბარსელონა" სტუმრად "გრანადას" ეწვია. ლუის ენრიკეს გუნდი მოსაგებად იბრძოდა, რადგან თუ ისინი ამას ვერ შეძლებდნენ და პარალელურად "რეალი" "დეპორტივოს" დაამარცხებდა, მაშინ ჩემპიონობას კარგავდნენ. თუმცა, კატალონიელებმა მეტოქე მარტივად დაჯაბნეს და საჭირო სამი ქულა მოიპოვეს. შედეგად, "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონია. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ "გრანადასთან" შეხვედრის შემდეგ ლუის სუარესს პრიმერა დივიზიონში 40 გოლი დაუგროვდა, რითაც ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით