ტერორისტულ თავდასხმას “რეალის” 16 გულშემატკივარი ემსხვერპლა

13-05-2016, 23:20

ერაყის ერთ-ერთი ქალაქის კაფეში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ისინი ყველა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტულ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სამეფო კლუბმა ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც მათ მწუხარება გამოთქვეს დაღუპული ოჯახების მიმართ. შეგახსენებთ, რომ კაფეში მყოფი ქომაგები "რეალის" გულშემატკივრები იყვნენ. ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში "ბლანკოსის" ფეხბურთელები შავი სამკლაურებით წარსდგებიან მოედანზე.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით