ტოტი, რივალდო, კრესპო, პუიოლი და სხვა ვარსკვლავები თბილისში

19-09-2017, 12:52

29 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩი შედგება, რომელსაც შემდეგი აფიშა ექნება: "მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის". მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ინფორმაცია უკვე დაადასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული გუნდი შეხვედრას ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო მატჩიდან შესული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში.

ბილეთების გაყიდვა 19 სექტემბრის 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო ბილეთის ღირებულება 10, 15 და 25 ლარი იქნება.

თბილისში სხვებთან ერთად, ხავიერ ძანეტის, დიდას, კარლეს პუიოლს, ანდრეი შევჩენკოს, რივალდოს, ტოტის, ენრან კრესპოს, ლუკა ტონის, პაოლო მალდინის, სერჟინიოს, კრისტიან აბიატის, ივან კორდობას, მაურო ტასოტის, ალესანდრო კოსტაკურტას ვიხილავთ.

მატჩის ოფიციალური სპონსორები კომპანია "აისი" და "ვი თი ბი" ბანკი იქნებიან.



  • beka10
  • 19 სექტემბერი 2017 12:52
ვაა ძალიან მაგარია

Mivesalmebi aset karg gonisdziebebs tan raxalxi iqneba stadionze amaze saubaric zedmetia )))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით