იტალიურმა "ნაპოლიმ" პრესეზონზე თავისი მეტოქეების სია და მატჩების ჩატარების თარიღები გამოაქვეყნა.
24 ივლისს "პარტენოპეი" დიმაროში "სპალს" დაუპირისპირდება, მერე კი კასტელ დი სანგროში ჩაატარებს 4 საკონტროლო შეხვედრას. ყველა შეხვედრას "სტადიო ტეოფილო პატინი" უმასპინძლებს, ხოლო მოწინააღმდეგეები თურქული "ჰატაისპორი", ესპანური "ჟირონა", გერმანული "აუგსბურგი" და კვიპროსული "აპოლონი" იქნებიან.
განრიგი ასე გამოიყურება:
29 ივლისი, 20:30 საათი*: ნაპოლი V ჰატაისპორი (თურქეთი)
2 აგვისტო, 20:30 საათი: ნაპოლი V ჟირონა (ესპანეთი)
6 აგვისტო, 20:30 საათი: ნაპოლი V აუგსბურგი (გერმანია)
11 აგვისტო, 20:30 საათი: ნაპოლი V აპოლონი (კვიპროსი)
*თბილისის დროით
"ჰატაისპორში" ორი ქართველი - საბა ლობჟანიძე (თუმცა ის MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა) და გიორგი აბურჯანია თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თავის თანამემამულეებთან მოუწევს დაპირისპირება.
აქვე გეტყვით, რომ სერია ა "პარტენოპეისთვის" 19 აგვისტოს დაიწყება. ნეაპოლელებს პირველ მეტოქედ "ფროზინონე" ეყოლებათ.