"სიტის" ლევანდოვსკის შეძენა სურს

20-09-2017, 10:18

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ცენტრ ფორვარდის გადაბირებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

წყაროზე დაყრდნობით, 28 წლის ფეხბურთელის შეძენა თავად "ქალაქელების" თავკაცს პეპ გვარდიოლას სურს, რომელიც ლევანდოვსკისთან ერთად "ბაიერნში" 2 სეზონის განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ პოლონელ ფორვარდს გასულ კვირას ასევე მადრიდის "რეალსაც" უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ ჭორები თავად რობერტმა უარყო და მათ ჟურნალისტების მიერ შეთხზული სისულელე უწოდა.

ავტორი გიორგი კაპანაძე

  • herrgio
  • 20 სექტემბერი 2017 10:19
არსად არ წავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით