სუარესი: "იკარდი ტოპ ფეხბურთელი არ არის"

20-09-2017, 18:49

მილანის "ინტერისა" და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ "ნერაძურის" ახალგაზრდა კაპიტანი, მაურო იკარდი ტოპ ფეხბურთელთა რიგებს არ განეკუთვნება.

"იკარდი და პერიშიჩი ტოპ ფეხბურთელები არ არიან. მაურო კარგი გამტანი და "ინტერის" ლიდერია. მაგრამ, ჯერ სუპერვარსკვლავობისგან შორს დგას."

"იკარდი ტოპ ფეხბურთელი რომ გახდეს, ამისათვის ევროტურნირებზე და ეროვნულ ნაკრებში წარმატების მიღწევაა საჭირო."

"ინტერისა და სხვა იტალიური გრანდების ამჟამად შედარება არასწორია. "ნერაძური" შენების პროცესში, მაშინ როდესაც "იუვეს" და "ნაპოლის" უკვე ჩამოყალიბებული გუნდები ჰყავთ." - აცხადებს სუარესი.



  • tsandro
  • 20 სექტემბერი 2017 18:49
ვეთანხმები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით