ბეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

13-05-2016, 15:02

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, სადაც მადრიდის "რეალმა" "ვალენსიას" უმასპინძლა, გარეტ ბეილი დაშავდა. თუმცა, როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, უელსელი ფეხბურთელი თითქმის უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. აქედან გამომდინარე, ლა ლიგის ბოლო ტურში, "დეპორტივოსთან" მატჩისთვის ბეილი მზად იქნება. აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ გუნდს კეილორ ნავასი და დანიელ კარვახალი დაუბრუნდნენ. თუმცა, ბოლო ვარჯიში ხესე როდრიგესმა გაციების გამო, ხოლო ლუკას ვასკესმა მუხლის პრობლემის გამო გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით