ოზილი შესაძლოა "ინტერში" ვიხილოთ

23-09-2017, 17:20

პოპულარული სპორტული გამოცემის "Daily Star"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თუ დავუჯერებთ, ლონდონის "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა "ინტერში" გადაბარგდეს.
 
გერმანიის ეროვნული ნაკრების უცვლელ წევრს ახალი კონტრაქტი "მეთოფეებთან" ისევ არ გაუფორმებია. იმ შემთხვევაში, თუ ის კლუბს იანვრამდე არ დატოვებს, ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შესაძლებლობა ექნება.
 
წარმოშობით გერმანელი მესუთ ოზილი "არსენალში" 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. ოზილმა "მეთოფეების" მაისურით 119 შეხვედრა ჩაატარა და 23-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.




ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 23 სექტემბერი 2017 17:20
სერიოზული ტრანსფერი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით