სრნამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

24-09-2017, 17:03

სამშაბათს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი, რომელშიც მანჩესტერ "სიტი" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლებს. სულ ცოტა ხნის წინ კი თამაშთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ჩანს, უკრაინელთა შემადგენლობაში თამაშს გუნდის კაპიტანი, დარიო სრნა ვერ შეძლებს. 35 წლის ხორვატი მცველი "ნაპოლისთან" შეხვედრის შემდეგ დოპინგ ტესტზე გაატარეს. ტესტმა კი უარყოფითი შედეგი აჩვენა. რაც ნიშნავს, რომ სრნამ მინიმუმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ის "ქალაქელთა" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში დონეცკელებმა "ნაპოლის" უმასპინძლეს და ანგარიშით 2:1 სძლიეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით