5 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებსაც FIFA 18-ში კაშიამ აჯობა

26-09-2017, 15:13

FIFA 2018 საფეხბურთო სიმულატორებს შორის ერთერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ამ თამაშში ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი გურამ კაშიამ მიიღო. არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის საერთო რეიტინგმა 76 შეადგინა.


კაშიაზე მაღალი რეიტინგით ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მსოფლიოს მასშტაბით ვერ დაიკვეხნის. წარმოგიდგენთ 5 მოთამაშეს, რომლებსაც რეიტინგით ქართველმა ფებურთელმა აჯობა.

5. დომინიკ სოლანკე - რეიტინგი 70

დომინიკ სოლანკეზე ინგლისის "ლივერპულში" უდიდეს იმედებს ამყარებენ. იგი ცოტა ხსნის წინ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.


4. მაარტენ სტეკელენბურგი - რეიტინგი 75

წლების განმავლობაში ჰოლანდიის ნაკრების უცვლელი წევრი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი. ამჟამად ლივერპულის "ევერტონის" კუთვნილებაშია.


3. ალექს აივობი - რეიტინგი 74

ლონდონის "არსენალის" ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. უკანასკნელ პერიოდში არსენ ვენგერი მას სულ უფრო ხშირად ენდობა.


2. ედერი - რეიტინგი 76

ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივის" წევრი პორტუგალიელი ედერი. იგი 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.

1. ალეიშ ვიდალი - რეიტინგი 76

ალეიშ ვიდალი "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება. პოზიციით მარჯვენა მცველს შეტევითი ოპერაცების დროს ერნესტო ვალვერდე სულ უფრო ხშირად იყენებს.



  • beka10
  • 26 სექტემბერი 2017 15:18
bravo kashos <3

  • saba12345
  • 20 ნოემბერი 2017 17:40
76 reitingi ra arissssss ufro meti ekutvnissssss

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ცხადაძემ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით