გვარდიოლას ესპანეთის ნაკრების გაწვრთნა სურს

2-10-2017, 16:28

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან თავის მომავლთან დაკავშირებით ისაუბრა და მათ საკუთარი სურვილიც გაანდო.

"მინდა, რომ მომავალში ესპანეთის ნაკრები გავწვრთნა და თავი ამ მხრივაც განვავითარო, საინტერესოა იმ ემოციის განცდა, რასაც ნაკრების მწვრთნელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ეუფლება." თქვა გვარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ პეპს სანაკრებო მხრივ გამოცდილება არ ჰქონია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის სხვადასხვა წლებში კატალონიის "ბარსელონას" და მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა, ხოლო ამჟამად "სიტის" სათავეშია.

ავტორი გიორგი კაპანაძე

  • herrgio
  • 2 ოქტომბერი 2017 16:28
კატალონიის ნაკრები რომ შეიქმნება ეგ გაწვრთენი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით